ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის - რიმა ბერაძის ინიციატივით, ჩუღურეთელი მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევების მორიგი აქცია გაიმართა.
სამედიცინო ცენტრი „ვივა მედის“ მრავალპროფილური კვლევებითა და პროფესიონალი ექიმების უფასო კონსულტაციით, სხვადასხვა ეროვნული უმცირესობების 80 - მდე წარმომადგენელმა და 30 - მდე რაიონის მცხოვრებმა ისარგებლა.
როგორც რიმა ბერაძემ აღნიშნა, უფასო სამედიცინო გამოკვლევები მაჟორიტარის ინიციატივით პერმანენტულად იმართება.
„პერიოდულად, ჩემ წარმომადგენლობაში შემოდის და გროვდება თხოვნები სამედიცინო შემოწმების დაფინანსების შესახებ. ჩვენ რა თქმა უნდა ამის უფლებამოსილება არ გაგვაჩნია, ამიტომ, მათთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევების აქციებს ხშირად ვაწყობთ. “ - განაცხადა რიმა ბერაძემ.
სამედიცინო აქცია არასამთავრობო ორგანიზაციის „ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავალი“ და საკრებულოს ეროვნული უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს მხარდაჭერით გაიმართა.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024