თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე, ამავე რაიონის გამგებელთან, ზურაბ ჩიკვილაძესა და თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან, კახაბერ გვანცელაძესთან ერთად, 125-ე ბაგა-ბაღის დემონტაჟის პროცესს დაესწრო.
როგორც რიმა ბერაძემ აღნიშნა, ქინქლაძის 24 ნომერში მდებარე 125-ე ბაგა-ბაღის ძველი შენობის დემონტაჟი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის საფუძველზე, ავარიული მდგომარეობის გამო ხორციელდება და მის ადგილას ახალი შენობა აშენდება.
,,ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობისთვის პროექტი მნიშვნელოვანი შენაძენია, რადგან ახლო რადიუსში ბავშვებისთვის სხვა საჯარო ბაგა-ბაღი არ არსებობს. მადლობას ვუხდი ბაღების მართვის სააგენტოსა და თბილისის მერიას აქტიური მხარდაჭერისთვის და მიხარია, რომ ამ საკმაოდ რთულ ვითარებაში, როცა ქვეყანა დანარჩენი მსოფლიოს მსგავსად, პანდემიას ებრძვის, ბიუჯეტში მშენებლობის დასაწყებად თანხის მოძიება მაინც მოხერხდა“,- განაცხადა რიმა ბერაძემ.
125-ე ბაგა-ბაღის ახალი, თანამედროვე სტანდარტების შენობის მშენებლობა ოქტომბრის თვეში დაიწყება და მისი დასრულება მომავალი წლის ზაფხულისთვის იგეგმება.