თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის მაჟორიტარმა რიმა ბერაძემ, რაიონის გამგებელთან ზურაბ ჩიკვილაძესთან და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან კახაბერ გვანცელაძესთან ერთად, პაატა სააკაძის ქუჩაზე მდებარე N10 საბავშვო ბაღში ახალი კორპუსის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.
ამჟამად საბავშვო ბაღში 177 აღსაზრდელია. ახალი კორპუსის დასრულების შემდეგ კი ბაღი დამატებით 120 ბავშვის მიღებას შეძლებს.
„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ჩვენი და ბაღების მართვის სააგენტოს ერთობლივი მუშაობის შედეგად, მე 10 საბავშვო ბაღს კიდევ ერთი კორპუსი ემატება, რომელიც დამატებით 120 ბავშვის მიღების საშუალებას მოგვცემს.
ბაღს ღონისძიებების დარბაზი, ორი სათამაშო მოედანი და ბავშვებზე ადაპტირებული ეზოც შეემატება“, - განაცხადა რიმა ბერაძემ.
N10 ბაღის შენობას რეაბილიტაცია მიმდინარე წელს ჩაუტარდა, რის შემდეგაც მისი გაფართოვება დაიწყო.
ახალი კორპუსი ექსპლოატაციაში ნოემბრის ბოლოდან შევა.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024