საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, რიმა ბერაძის ინიციატივით, რაიონში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახებისთვის საქველმოქმედო აქცია გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში 50-მდე მრავალშვილიან ოჯახს რიმა ბერაძემ სასურსათო ნობათი გადასცა და მათი საჭიროებები მოისმინა.
„რაიონში მცხოვრებ სხვადასხვა თემატურ ჯგუფს ჩვენ ხშირად ვხვდებით და ვცდილობთ შევუმსუბუქოთ არსებული მდგომარეობა. ამჯერად, მრავალშვილიან ოჯახებს ვუმასპინძლეთ. მათი საჭიროებების შესახებ ვისაუბრეთ და ერთად დავსახეთ პრობლემების მოგვარების გზები. ამაში ჩვენი პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციებიც გვეხმარებიან“ - განაცხადა რიმა ბერაძემ.
შეხვედრას საქველმოქმედო ფონდ „მომავლის გზის“ თავმჯდომარე დავით კინწურაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციის „ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავალი“ ხელმძღვანელი ქეთევან ბარათელი და მაჟორიტარის წარმომადგენლობასთან არსებული ჯანდაცვის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელი, ია ბარბაქაძე , ჩუღურეთის რაიონის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ. ისინი მრავალშვილიან დედებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას დაჰპირდნენ.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024