შალვა ოგბაიძე ჯანჯღავას ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
თბილისის საკრებულოს გლდანის (ავჭალის) რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა ოგბაიძემ, ჯანჯღავას ქუჩის I ჩიხში მიმდინარე წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და მოსახლეობას შეხვდა.
საკრებულოს წევრთან ერთად, ადგილზე გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე და თბილისის წყალმომარაგების კომპანია „ჯივიპი“-ს ოპერაციების მართვის დირექტორის მოადგილე ზურა ალფაიძე იმყოფებოდნენ.
შალვა ოგბაიძის თქმით, მის სამაჟორიტარო რაიონში მდებარე ამ ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის განახლების მიზნით მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტი ხორციელდება.
„საქმის კეთება გრძელდება. მიმდინარე წლის 2 აპრილიდან კომპანია „ჯივიპი“-მ ამ ქუჩაზე, სადაც უგზოობის პრობლემაც იდგა, მასშტაბური პროექტის განხორციელება დაიწყო. ამჟამად სამუშაოები ქუჩის I ჩიხში მიმდინარეობს, მომდევნო ეტაპზე კი კომპანია წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ჯანჯღავას ქუჩის II ჩიხსა და III შესახვევში გააგრძელებს“, - განაცხადა შალვა ოგბაიძემ.
მისივე ინფორმაციით, მთლიანობაში სამუშაოების დასრულებას დაახლოებით ორი თვე დასჭირდება, რის შემდეგაც გლდანის რაიონის გამგეობა აღნიშნულ ქუჩაზე ასფალტის საფარს დააგებს.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024