2019 წლის იანვრიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქტიურად დაიწყო კამპანია „მეტი სიცოცხლისთვის“. კამპანიის ფარგლებში, თბილისის საკრებულოს გლდანის მაჟორიტარმა შალვა ოგბაიძემ, შინაგან საქმეთა სამინისტროს საავტომობილო გზების დეპატრამენტის,თბილისის მერიის და თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის წარმომადგენლებთან ერთად თბილისის შემოსავლელი გზის ავჭალის მონაკვეთზე არსებული ე.წ „შავ წერტილები“ დაათვალიერა.
ამ კამპანიის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერება საგზაო უსაფრთხოებაში ინდივიდუალური პასუხისმგებლობის შესახებ და მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება თუ რას აკეთებს სახელმწიფო, კონკრეტულად კი შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაზრდისა და ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირების მიმართულებით“.
თბილისის შემოსავლელი გზის ავჭალის ჩქაროსნული გზის მონაკვეთზე 2018 წლის 1 იანვრიდან 21 აგვისტომდე 10 საგზაო -სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული სატრანსპორტო შემთხვევის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ძირითად პრობლემას საინფორმაციო საგზაო ნიშნების არასაკმარისი რაოდენობა და ავტომობილების მოძრაობის მაღალი სიჩქარე წარმოადგენს. პრობლემის აღმოფხვრის მიზნით შინაგან სამეთა სამინისტრო სექტემბრიდან აღნიშნულ მონაკვეთზე სიჩქარის კონტროლის სექციებს მოაწყობს, მანამდე კი მონაკვეთს გააკონტორლებს საპატრულო პოლიცია, რომელიც აღჭურვილია სიჩქარისმზომი მობილური მოწყობილობით.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024