თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა საბურთალოს რაიონში, ქოშიგორის დასახლებაში, გზის რეაბილიტაცია დაასრულა.
ქოშიგორის დასახლებაში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საბურთალოს რაიონის მე-4 ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა თბილისის საკრებულოში ავთანდილ ცინცაძემ, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ და თბილისის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა გალაქტიონ ბუაძემ დაათვალიერეს.
ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ქოშიგორის ქვედა მონაკვეთსაც ჩაუტარდება.
პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 1150 მეტრი სიგრძის მონაკვეთს, მოეწყო 5 მეტრის სიგანის საავტომობილო გზა გვერდულებით და დაიგო 5750 კვადრატული მეტრი ასფალტის ახალი, ორფენიანი საფარი.
გზის სარეაბილიტაციო დამუშაოებზე, რომელიც კომპანიამ „ენ სი სი“ აწარმოა, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 321 577 ლარი დაიხარჯა.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024