თბილისის საკრებულოს მუხიანის მაჟორიტარი წევრის ქეთევან ჯოხაძის ინიციატივით, მუხიანის მოსახლეობისთვის უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევების აქცია გაიმართა. კვლევები კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით ჩატარდა.
ოფთალმოლოგიური პრობლემების მქონე პაციენტებს კვალიფიციური კონსულტაცია და თვალის სხვადასხვა დაავადებების (ახლომხედველობა, შორსმხედველობა, ასტიგმატიზმი) დიაგნოსტიკა კლინიკის ექიმებმა ჩაუტარეს. პაციენტები, რომელთაც აღმოაჩნდათ გართულებული მდგომარეობა, შემდგომი მკურნალობას კლინიკაში გაივლიან.
მაჟორიტარმა დეპუტატმა კლინიკის წარმომადგენლებს თანადგომისათვის მადლობა გადაუხადა. კლინიკამ მსგავს აქციებში მონაწილეობისა და სამომავლო თანამშრომლობისათვის მზადყოფნა გამოთქვა.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024