თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის (მუხიანი) მაჟორიტარმა დეპუტატმა ქეთევან ჯოხაძემ გლდანის რაიონის გამგებელთან ბექა მიქაუტაძესთან ერთად მის სამაჟორიტარო ოლქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
მუხიანში, დუმბაძის გამზირის დასაწყისში №: 1-4 კორპუსებთან მდებარე სკვერისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, 3 400 კვ.მ. ფართობზე ბავშვთა გასართობი სივრცე, მოსასვენებელი პავილიონი, სარწყავი სისტემები მოეწყობა და სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა განთავსდება. ამასთან, უკვე მოეწყო განათების სისტემა.
სამუშაოები, რომელსაც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული შპს „გია კონსტრაქშენი“ ახორციელებს, მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024