თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გლდანის (მუხიანი) მაჟორიტარი დეპუტატი ქეთევან ჯოხაძე ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღი“-ს მიერ გამართულ სპექტაკლს „აურზაური ზღაპარეთში“ დაესწრო და დასის მსახიობებს შობა-ახალი წელი მიულოცა.
ქეთევან ჯოხაძის ინიციატივით და წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატების მხარდაჭერით, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში მოხდა სპექტაკლზე დასასწრები ბილეთების შეძენა.
„მოხარული ვარ, რომ ჩემი ინიციატივითა და ჩემი კოლეგების მხარდაჭერით, შევძელით მცირე წვლილი შეგვეტანა ამ თეატრის დასახმარებლად,“- განაცხადა ქეთევან ჯოხაძემ.
ინტეგრირებული თეატრი „აზდაკის ბაღი“ დაარსდა 2016 წელს. დასში მსახიობების უმეტესობა შესზუღუული შესაძლებლობის მქონე პირები არიან. დასმა ამ ხნის მანძილზე ექვსი სპექტაკლი დადგა და რამდენიმე საფესტივალო ჩვენებაც გამართა.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024