თბილისის საკრებულოს მუხიანის მაჟორიტარი დეპუტატი ქეთევან ჯოხაძე თბილისის 175-ე საჯარო სკოლას ეწვია. ამ კოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღის აღსანიშნავად შემეცნებითი ხასიათის აქტივობა-პრეზენტაცია გამართეს.
ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო თემატური პოსტერები და ამ მიმართულებით ცოდნის ამაღლების მიზნით შექმნილი ვიზუალური კომპოზიცია. მოსწავლეებმა ასევე ისაუბრეს გარემოს დაცვით საკითხებზე და თითოეული მოქალაქის ჩართულობასა და როლზე ამ მნიშვნელოვან პროცესში.
მსოფლიოში დედამიწის დღე პირველად 1970 წელს აღინიშნა და ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა. საქართველო 1990 წლიდან შეუერთდა იმ ქვეყნების რიგს, სადაც დედამიწი დღე აღინიშნება.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024