თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა, ქეთევან ჯოხაძემ წარმომადგენლობის თანამშრომლებთან ერთად, მის სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრებ ხანდაზმულებს საკვები პროდუქტები, პირველადი მოხმარების ნივთები და მედიკამენტები პირადად გადასცა.
აღნიშნული აქცია საინიციატივო ჯგუფის „დავეხმაროთ მოხუცებს“, მხარდაჭერით განხორციელდა. ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფი სოციალურ ქსელში შეიქმნა და მისი მიზანია შეჭირვებული მოხუცების საკვებით, მედიკამენტებით და სხვადასხვა საშუალებებით დახმარება.