თბილისის საკრებულოს მუხიანის მაჟორიტარი დეპუტატი ქეთევან ჯოხაძე წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სამ საჯარო სკოლას ესტუმრა და აქციის „აჩუქე წიგნი“ ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს საჩუქრად წიგნები გადასცა.
მოსწავლეებთან შეხვედრისას მაჟორიტარმა ისაუბრა ინიციატივაზე, რომლის თანახმადაც 23 აპრილი წიგნის ჩუქების დღედ გამოცხადდა. ქეთევან ჯოხაძემ წიგნისა და წიგნიერების პოპულარიზაციის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება.
23 აპრილს მსოფლიო წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს 1996 წლიდან აღნიშნავს.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024