მუხიანის დასახლებაში, დუმბაძის გამზირზე, N1-4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. სკვერის მოწყობის დასრულებული სამუშაოები თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის (მუხიანი) მაჟორიტარმა დეპუტატმა,ქეთევან ჯოხაძემ ამავე რაიონის გამგებელ, ბექა მიქაუტაძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
სამუშაოების შედეგად, 3 400 კვ.მ ფართობზე მოეწყო ბავშვთა გასართობი სივრცე, სარწყავი და გარე განათების სისტემები, განთავსდა სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, მოსასვენებელი პავილიონი.
სამუშაოები გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ განახორციელა. სკვერის მოწყობისთვის გლდანის გამგეობის ბიუჯეტიდან 156 999 ლარი დაიხარჯა.
ქეთევან ჯოხაძე მუხიანის მეორე მიკრო/რაიონში, N4 კორპუსთან მდებარე სტადიონის მოწყობის დასრულებულ სამუშაოებს გაეცნო.
სამუშაოების ფარგლებში, სრულად შეიცვალა ლითონის მავთულ-ბადეები, მოეწყო ბეტონის საფუძველი, განახლდა ბალახის ხელოვნური საფარი და ყველა საჭირო ინვენტარი განთავსდა.
აღნიშნული მოედნის რეაბილიტაციისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 43 820 ლარი დაიხარჯა.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024