ვაზისუბანში სპორტული მარათონი- „გარბენი ვაზისუბანი 2019" გაიმართა. ღონისძიება N163 -ე საჯარო სკოლის მოსწავლეების ინიციატივით და თბილისის საკრებულოს წევრის, ისნის მაჟორიტარის ლევან დავითაშვილის, საქართვერლოს პარლამენტის წევრის ირაკლი აბუსერიძის და ისნის რაიონის გამგეობის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა. გარბენი ჰუალინგ თბილისის ზღვის პლაზას ტერიტორიაზე დაიწყო და ჰუალინგის პარკთან დასრულდა.
„სტარტი აიღო მარათონმა „გარბენი ვაზისუბანი 2019“, რომელიც მომავალში ტრადიციად იქცევა და უფრო ფართო მასშტაბით ჩატარდება. მოსახლეობას მეტი სპორტული აქტივობები და ჯანსაღი გარემო სჭირდება. დღევანდელი ღონისძიების მიზანიც სპორტული და ფიზიკური აქტივობების პოპულარიზაციაა. მინდა მადლობა გადავუხადო მარათონის ინიციატორებს, ჩვენი სკოლის მოსწავლეებს და ვუთხრა, რომ წინ ბევრი სახალისო და საინტერესო გველოდება“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
გამარჯვებულები სიგელებით და სასაჩუქრე ვაუჩერებით დაჯილდოვდნენ. მარათონის „ჰუალინგ ჯგუფი“-ს მხარდაჭერით გაიმართა.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024