თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა და საბურთალოს რაიონის მაჟორიტარმა წევრმა (დიდი დიღომი) ავთანდილ ცინცაძემ, გაბრიელ ათონელის ქუჩაზე სამისამართე აბრების განთავსების პროცესში მიიღეს მონაწილეობა.
როგორც თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა, დედაქალაქში სამისამართე აბრების დამონტაჟების პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს.
,,თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურის მიერ ყოველწლიურად, დაახლოებით, 13 ათას მისამართზე მონტაჟდება ქუჩის სახელწოდებისა და ნუმერაციის აღმნიშვნელი აბრა, რისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 500 ათასი ლარი იხარჯება. დღეს ვიმყოფებით სოფელ დიღომში, სადაც 30 ქუჩა -ჩიხსა და შესახვევში განთავსდება აბრები. ეს ქუჩებია:
ბიძინა ბარათაშვილის I შეს,
გაბრიელ ათონელის I ჩიხი,
გაბრიელ ათონელის I, II, III, IV შესახვევი,
გაბრიელ ათონელის ქუჩა,
გიორგი გეხტმანის ქუჩა და I, II შესახვევი,
გიორგი გეხტმანის ქუჩა და I, II შესახვევი ,
გიორგი ნანეიშვილის ქუჩა,I ჩიხი სოფელი,
დედოფალ ელენეს და მეფე კონსტანტინეს ქუჩა,I ჩიხი,
დემეტრე I-ის ქუჩა,
ვახტანგ VI-ის ქუჩა ,
ვახუშტი ბატონიშვილის ქუჩა,I,II ჩიხი ,
ვლადიმერ მაყაშვილის ქუჩა,I,II ჩიხი,
იაკობ გოგებაშვილის I ჩიხი ,
იაკობ გოგებაშვილის ქუჩა,
იოაკიმე და ანას ქუჩა,
იროდიონ სურგულაძის ქუჩა,
ისიდორე დოლიძის I ჩიხი,
ისიდორე დოლიძის ქუჩა,
მოციქულთა სწორი ნინოს I შეს,
მოციქულთა სწორი ნინოს ქუ ჩა,
მუხრან მაჭავარიანის I ჩიხი,
ოთხი ათასი მესხის ქუჩა და I ჩიხი,
ოსკარ შმერლინგის ქუჩა,
რენე შმერლინგის I, II, III და IV ჩიხი,
რენე შმერლინგის ქუჩა,
სტრაბონის ქუჩა,
ფარსადანის ქუჩა,
ფატმანის ქუჩა და I ჩიხი,
ფელიქს ჰოლდაკის ქუ ჩა,
ხატაეთის ქუ ჩა,
დედაქალაქში სამისამართე აბრების განთავსების პროცესი გრძელდება.