დღეიდან სოფელ დიღომში N7 სამარშრუტო ხაზზე, ახალი ავტობუსები იმოძრავებენ. ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები მგზავრებს სოფელი დიღმიდან მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმართულებით გადაიყვანს.
ძველი ავტობუსების ახლით ჩანაცვლების პროცესს, დღეს თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე და საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე ესწრებოდნენ.
„მინდა, მივულოცო ჩემს სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრებ მოსახლეობას ძველი ავტობუსების ახალი, ევროპული სტანდარტის ავტობუსებით ჩანაცვლების პროცესის დაწყება. მუნიციპალური ავტოპარკის განახლება, ჩვენი მთავრობისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმები მიმდინარეობს. ძველი ავტობუსების ახლით ჩანაცვლების პროცესი 2020 წელსაც გაგრძელდება“ - განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.
ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი ეკოლოგიურად სუფთა, დიზელის ძრავზე მომუშავე euro 6 ემისიის სტანდარტის ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის, აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემებით, დამონტაჟებულია საინფორმაციო ხმოვანი და ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემები, ასევე, usb დამტენები. გარდა ამისა, თითოეულ მათგანში განთავსებულია wifi მოდემი, რომელიც ავტობუსის სრულად დაფარვას უზრუნველყოფს.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024