თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ნინო ლაცაბიძის ინიციატივით, 14,15 და 16 მაისს , 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი N-63-ის მიმდებარედ ეროვნული სკრინინგ ცენტრის წარმომადგენლები მკერდის გამოკვლევებს ჩაატარებენ. პროგრამა 40-დან 70-წლის ჩათვლით ქალბატონებისთვის უფასოა და ითვალისწინებს მამოგრაფიულ გამოკვლევასა და მამოლოგთან კონსულტაციას. აღნიშნულ მისამართზე სამი დღის განმავლობაში დადგება მამომობილი,რომელიც სრულად არის აღჭურვილი საჭირო ტექნიკით.
„ერთ- ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია ადამიანის ჯანმრთელობა. დროული დიაგნოსტიკა ეს ნიშნავს, მრავალ გადარჩენილ სიცოცხლეს, რადგან ადრეული დიაგნოსტიკა, საუკეთესო პრევენციაა ავთვისებიან სიმსივნესთან ბრძოლაში.დაავადებათა სკრინინგის პროგრამას, თბილისში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის, სრულად აფინანსებს თბილისის მერია.დღეს უკვე მოქმედებს პროგრამები, რომლებიც მოსახლეობას ამა თუ იმ დაავადების ადრეულ დიაგნოსტიკასა და პრევენციაში ეხმარება. სწორედ ამიტომ სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ისნის რაიონში, ქალბატონებისათვის უფასო გამოკვლევები ჩატარდება,”- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024