თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ, რაიონის გამგებელთან ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად, კუკიის დასახლებაში არსებულ რამდენიმე მისამართზე მიმდინარე გამაგრებითი სამუშაოები მოინახულა.
რიმა ბერაძის თქმით, ტერასული განაშენიანების მქონე უბანში მცხოვრები მოსახლეობისთვის პრობლემას თითქმის ყოველთვის საყრდენი კედლები წარმოადგენს, ვინაიდან მიწა მცოცავია და გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება კედლების ჩამოშლის თავიდან ასაცილებლად ხდება საჭირო.
„საყრდენი კედლის გამაგრებითი სამუშაოები ამჟამად სენაკის ქუჩაზე მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოს შესრულებით ოთხ ოჯახს საცხოვრებელი პირობები გაუუმჯობესდება და რაც ყველაზე მთავარია კედელი აღარ ჩამოინგრევა“,- განაცხადა რიმა ბერაძემ.
დღესვე, მაჟორიტარმა დეპუტატმა და გამგებელმა ის ადგილები მოინახულეს, სადაც გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება უახლოეს მომავალში იგეგმება.
საყრდენი კედლების გამაგრებითი სამუშაოები ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით მიმდინარეობს.