თბილისის საკრებულოს კრწანისის რაიონის მაჟორიტარის ლევან ჯაფარიძისა და რაიონის გამგებლის ბექა მიქაუტაძის ორგანიზებით, ამავე რაიონში საქველმოქმედო აქცია მოეწყო.
აქციის ფარგლებში 25 მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახს სასაჩუქრე ნაკრებები გადასცეს .
საქველმოქმედო აქციის ინიციატორები კომპანია „Global career“- ის დირექტორი მაიკ სვიგანსკი, ბენ სტუშნიკი, თომას თენოვი, ევან თენოვა და ქრეიგ სმიტი იყვნენ.