თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი დოხტურიშვილმა, სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომლებთან ერთად, ვარკეთილის მესამე მასივში თანამედროვე სტანდარტების რეკრეაციული სივრცე და ახლადმოწყობილი სპორტული მოედანი დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში, 540 კვ. მეტრ ფართობზე თანამედროვე სტანდარტების ხელოვნურსაფარიანი კალათბურთისა და ფეხბურთის კომბინირებული მოედანი მოეწყო.
აგრეთვე, ტერიტორიაზე საბავშვო ატრაქციონები და გარე განათების ბოძები დამონტაჟდა. სკვერში საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა და საბაღე სკამები განთავსდა.
„დღეს შესრულებული სამუშაოები დავათვალიერეთ და მოსახლეობასთან შეხვედრა გავმართეთ. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მწვანე სივრცე 2000 კვ. მეტრ ფართობზე არის განთავსებული, რაც ადგილობრივი მოსახლეობის წინასაარჩევნო დაკვეთა იყო. დარწმუნებული ვარ, ეს სკვერი კიდევ ერთი მწვანე სივრცე იქნება, სადაც ადგილობრივები დასვენებასა და განტვირთვას შეძლებენ“ - განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.
სამუშაოები სამგორის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა და ჯამში ბიუჯეტიდან 200 000 ლარამდე თანხა გამოიყო.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024