ამ დროისთვის, დიდ ლილოში გზების კაპიტალური რეაბილიტაცია იასამნის, შხარის, 300 არაგველის, რობაქიძის, გელოვანის, უშბის ქუჩებსა და ერეკლე II ქუჩის მესამე შესახვევში მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 14 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება, ასევე მიმდინარეობს წყალარინების სისტემის მოწესრიგება ჭავჭავაძის ქუჩაზე.
გარდა ამისა, სამგორის რაიონში ახალი დასასვენებელი სივრცეების მოწყობაც გრძელდება. რაიონში მიმდინარე პროექტები დღეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ტყემალაძემ დაათვალიერა. მისი თქმით, რაიონში საგზაო სამუშაოები 7 მისამართზე აქტიურად მიმდინარეობს და წლის ბოლომდე რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდება. დღესვე გიორგი ტყემალაძე დიდ ლილოში, ნიავის ქუჩაზე ახლადმოწყობილ სკვერში იმყოფებოდა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. მისი თქმით, აღნიშნული სკვერი მოსახლეობის თხოვნით მოეწყო. სკვერში, რომლის ფართობი 650 კვ.მ-ია, საბავშვო ატრაქციონები, მოსასვენებელი პავილიონი, საბაღე სკამები და ურნები განთავსდა. ასევე, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა და საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა. სკვერში, გაკეთდა ფიტნეს ზონაც, რომელშიც ათი ტრენაჟორი დამონტაჟდა.
„დღეს სამგორის რაიონის გამგეობის წარმომადგენლებთან და პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატ შოთა ხაბარელთან ერთად, რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გავეცანი, მოსახლეობას შევხვდი და მათ სამგორში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით ინფორმაცია მივაწოდე. აღსანიშნავია, რომ რაიონში გზების კაპიტალური რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს, გარდა ამისა, გრძელდება მოსასვენებელი სივრცეებისა და სპორტული მოედნების მოწყობის სამუშაოები. სამგორის რაიონში, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მომავალშიც იგეგმება“ - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024