თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის (მუხიანი) მაჟორიტარი წევრის ქეთევან ჯოხაძის ინიციატივით, საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში „არტ ნოვო სტუდიის’ მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.
გამოფენაზე საახალწლო თემატიკაზე შექმნილი ხელნაკეთი ნივთები, ნახატები, მაკეტები, ასევე სტუდიის მოსწავლე შშმ პირთა ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით ქეთევან ჯოხაძემ და საკრებულოს წევრმა რიმა ბერაძემ მიმართეს, მოსწავლეებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს, წარმატებები და წინსვლა უსურვეს.
„მოხარული ვარ, რომ დღევანდელ დღეს საკრებულო მასპინძლობს „არტ ნოვო სტუდიის“ აღსაზრდელებს და მათ ეძლევათ საშუალება, სწორედ ამ სივრცეში წარმოაჩინონ წინასაახალწლოდ თავიანთი შემოქმედება. მინდა მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი. 2020 ყოფილიყოს თქვენთვის შემოქმედებითი წარმატებისა და წინსვლის წელი, ყველა წამოწყებაში მიგულეთ ყოველთვის თქვენს გვერდით,“ - განაცხადა ქეთევან ჯოხაძემ.
მოსწავლეთა ნამუშევრები საკრებულოს დეპუტატებმა, აპარატის თანამშრომლებმა და მოწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს.
2017 წელს დაარსებულ „არტ ნოვო სტუდიას“ დღეისთვის 40 აღსაზრდელი ყავს. სასწავლო კურსი მოიცავს ხელოვნების ყველა დარგს არტ თერაპიის ჩათვლით. სტუდიის მოსწავლეებს შორის შშმ და აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვები არიან.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024