დღეს თბილისის საკრებულოსთან არსებული ეროვნული უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საბჭოს თავმჯდომარე რიტა ხიდირბეგიშვილი და ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე უძღვებოდნენ. რიმა ბერაძემ საბჭოს წევრებს საკრებულოს წევრი ნინო რუხაძე წარუდგინა, რომელიც ეროვნული უმცირესობების საკითხების გადაწყვეტაში აქტიურად ჩაერთვება.
რიმა ბერაძემ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს ტოლერანტობის დღის დაგეგმვაზე მიაწოდა ინფორმაცია,რომელიც ნოემბერში გაიმართება. ასევე „თბილისობის“ დღესასწაულზე სხვადასხვა სათვისტომოების ჩართვის აუცილებლობაზე ისაუბრა. ამ ფორმატში, რიმა ბერაძემ აღნიშნა, რომ „თბილისობაზე“ სომხური და აზერბაიჯანული ანსამბლები გამოვლენ და საკუთარ შემოქმედებას წარადგენენ.
„მიხარია, რომ ვხვდები შერეულ ოჯახებს, ვისმენ მათ საჭიროებებს. სასიხარულოა, რომ არაქართული მოსახლეობა სახელმწიფო ენის სწავლის დიდ ინტერესს გამოთქვამს. მინდა, ვისაუბრო ქართული ენის სწავლების პროგრამაზე, რომელიც ახალ ფორმატში გადავიდა და მასში ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ჩაერთო,“- განაცხადა რიმა ბერაძემ.
საკრებულოს წევრმა ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს საგრანტო პროგრამებზე ინფორმაცია მიაწოდა და თვითმმართველობებში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა უფრო აქტიურად ჩართვის აუცილებლობაზე ისაუბრა.
საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა, სხვადასხვა სათვისტომოების წარმომადგენლებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს წარმოდგენილ საკითხებზე. შეხვედრის მონაწილეებმა ერთობლივი ღონისძიებები და აქტივობები დაგეგმეს.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024