თბილისის საკრებულოში, წარმომადგენლობითი ორგანოს მაჟორიტარი წევრის რიმა ბერაძის ორგანიზებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროს, ეკომიგრანტთა საკითხების დეპარტამენტის უფროსთან ბესო სიმონიშვილთან და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და უმრავლესობის დეპუტატები ესწრებოდნენ, კონკრეტულ სამაჟორიტარო ოლქებში დევნილთა პრობლემები განიხილეს და მათი მოგვარების გზებზე სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელეს.
საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი მიზანი ამ მიმართულებით არსებული პრობლემების სამინისტროს წარმომადგენლებისთვის მიწოდება და სამომავლო თანამშრომლობის გზების დასახვაა.
საკუთარ სამაჟორიტარო ოლქებში, დევნილთა განსახლების ფარგლებში, საცხოვრებელი ფართების განაწილების შესახებ საკრებულოს მაჟორიტარმა წევრებმა ისაუბრეს.
,,თბილისში დევნილთა კომპაქტური დასახლებები საკმაოდ ბევრია. ამდენად, ამ მიმართულებით პრობლემებიც არსებობს, რომელთა მოგვარებაშიც თქვენი დეპარტამენტი მუდამ გვეხმარებოდა. ჩვენ ერთად ბევრი სასარგებლო საქმე გვიკეთებია და იმედი მაქვს, რომ ტრადიცია მომავალშიც გაგრძელდება’’- განაცხადა
რიმა ბერაძემ.
შეხვედრაზე, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, დეპუტატების შეკითხვებს ბესო სიმონიშვილმა უპასუხა და დევნილთა პრობლემების მოგვარების მიზნით, დედაქალაქის საკრებულოსთან ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024