თბილისის საკრებულოში, საბურთალოს რაიონის მაჟორიტარის, ავთანდილ ცინცაძის ინიციატივით საბურთალოს რაიონში მცხოვრებ ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია და საკრებულოს წევრი გივი ჩხარტიშვილი.
საკრებულოს წევრებმა ახალგაზრდებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მერიის მიერ ახალგაზრდებისათვის დაგეგმილი მასშტაბური პროექტის შესახებ.
„ჩვენი გუნდისთვის ახალგაზრდების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი მიმართულებით. იმედი მაქვს , რომ მათთან ერთად ნებისმიერ გამოწვევას გადავლახავთ, რაც ჩვენი უბნისა და ჩვენი ქალაქის სასიკეთოდ იქნება მიმართული“- განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.
შეხვედრის ფარგლებში დეტალურაგ განიხილეს ყველა ის პროექტი რაც ამ ეტაპზე დედაქალაქში მიმდინარეობს და აღნიშნულ პროექტებში ახალგაზრდების ჩართულობა ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
„საბურთალოს მაჟორიტარის ინიციატივით შეხვდით იქ მცხოვრებ ახალგაზრდებს. მნიშვნელოვანია, რომ გავაცანით ყველა ის პროგრამა და პრიორიტეტი, რომელიც მუნიციპალიტეტს აქვს. მივაწოდეთ ყველა იმ მნიშვნელოვანი პროგრამის შესახებ ინფორმაცია, რითაც ახალგაზრდები, ჩემი თანატოლები ისარგებლებენ. მსგავსი ფორმატის შეხვედრები მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება“ - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა , სადაც ისაუბრეს ახალგაზრდების როლზე პოლიტიკასა და ქალაქის განვითარებაზე.
ასეთი შეხვედრები მომავალშიც გაიმართება, რაც მიზნად ისახავს ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობას
თვითმმართველობის განხორციელების პროცესში.