თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, მარიკა დარჩიას ინიციატივით, წიგნის ჩუქების დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებმა ,,საქართველოს კარიტასის“ ბენეფიციარები მოინახულეს. საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის თავშესაფარში შეხვედრას საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ჭელიძე ესწრებოდა, რომელმაც ბავშვებს საჩუქრად წიგნები და ტკბილეული გადასცა.
,,დღეს ,,საქართველოს კარიტასის“ ბავშვთა თავშესაფარს ვესტუმრეთ და წიგნის ჩუქების დღესთან დაკავშირებით, საჩუქრები გადავეცით. ჩვენ მათთან კონტაქტი გვაქვს და ვცდილობთ, რომ ეს ნიჭიერი ადამიანები წავახალისოთ და ყოველთვის გვერდით დავუდგეთ“ - განაცხადა დავით ჭელიძემ.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, საკრებულო ,,საქართველოს კარიტასთან“ თანამშრომლობს და მათ ხელშეწყობას სამომავლოდაც გააგრძელებს.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024