დედაქალაქში, საბურთალოს რაიონში, სოფელი დიღომი-დიდგორი-თელოვანის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა დასრულდა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის საკრებულოს საბურათლოს რაიონის მაჟორიტარმა წევრმა ავთანდილ ცინცაძემ, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ და ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა გალაქტიონ ბუაძემ ადგილზე დაათვალიერეს.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად აღნიშნულ ტერიტორიაზე მთლიანად მოწესრიგდა ხუთკილომეტრიანი გზა, 42 000 კვ.მ ფართობზე დაიგო ასფალტის საფარი და დამონტაჟდა გარეგანათების ბოძები.
სამუშაოებს შპს „ენ სი სი“ აწარმოებდა. პროექტის განსახორციელებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 804 000 ლარი დაიხარჯა.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024