საბურთალოს რაიონის გამგეობამ ყაზბეგის გამზირის N27-ის მიმდებარედ არსებული სკვერის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტი საბურთალოს რაიონის გამგეობასა და ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქის მუნიციპალიტეტის პრაღა 3-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება.
მიმდინარე სამუშაოებს საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი დავით უთმელიძე საბურთალოს რაიონის გამგებელ გაიოზ ვასაძესთან ერთად გაეცნო.
სარეაბილიტაციო სამუშაოები 2 400 კვ.მ ფართობზე ჩატარდება. აღნიშნულ ტერიტორიაზე ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული ატრაქციონები დამონტაჟდება, მოეწყობა საბავშვო გასართობი მოედანი და საფეხმავლო ბილიკები. აქვე დამონტაჟდება LED განათების სისტემა და საპარკე სკამები, რომლებზეც ცნობილი მწერლის, ფრანც კაფკას წიგნის ილუსტრაციები განთავსდება. ტერიტორიაზე ასევე ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და სეზონური ყვავილებით საქართველოსა და პრაღის დროშები გამოისახება.
„გავეცანი სკვერში მიმდინარე სამუშაოებს. აღსანიშნავია, რომ სკვერში დამონტაჟებულ საპარკე სკამებზე ცნობილი მწერლის, ფრანც კაფკას წიგნის ილუსტრაციები გამოისახება, რაც, თავისთავად, ინოვაციაა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სკვერში ეკოლოგიურად სუფთა მასალისაგან დამზადებული სკამები განთავსდება და საბავშვო გასართობი მოედანი მოეწყობა. ჩვენი პირველი საზრუნავი სწორედ ეკოლოგიაზე ზრუნვა და თანამოქალაქეების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაა“, - აღნიშნა დეპუტატამა.