თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის რიმა ბერაძის მხარდაჭერით, „ილიას ბაღში“ ლევან ანჯაფარიძის ცნობილი ფილმის „მტერი ჩემი - ძმა ჩემი“ პრეზენტაცია გაიმართა. ფილმი აფხაზეთის ომის პერიოდში, ქართველ და აფხაზებს შორის მეგობრულ ურთიერთობებზეა, რომელსაც ომი რთულ გამოცდას უწყობს. ფილმის სიუჟეტი რეალურ ისტორიებსა და ფაქტებზეა დაფუძნებული.
პრეზენტაციას ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე, რაიონში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები და ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობა ესწრებოდა.
„ჩუღურეთში აფხაზეთიდან დევნილთა კომპაქტური რამდენიმე დასახლება არსებობს. აფხაზეთი ჩვენი დიდი ტკივილია და ომისგან დაზარალებულთა მოვლა-პატრონობა ჩვენი ვალდებულებაა. ფილმი ზუსტად ასახავს ჩვენსა და ჩვენ აფხაზ ძმებს შორის საუკუნოვანი მეგობრობის სიძლიერეს, რომელიც აუცილებლად იქნება ხიდი ურთიერთობების დათბობის საქმეში“- განაცხადა პრეზენტაციის დროს რიმა ბერაძემ.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024