თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ, “აჩუქე წიგნის” აქციის ფარგლებში, დღეს, ხუთ საჯარო სკოლას საჩუქრად წიგნები გადასცა.
ჩუღურეთის რაიონის 23-ე, 29-ე, 26-ე, 36-ე და მე-4-ე სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრისას, მაჟორიტარმა დეპუტატმა, მათ წიგნის საერთაშორისო დღე მიულოცა და ცნობიერების ამაღლების საკითხში წიგნიერების მნიშვნელობაზე ესაუბრა.
„23 აპრილს, მსოფლიო წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. წიგნი, ყველაზე ძვირფასი საჩუქარია რაც კი შეიძლება ერთმანეთს ვაჩუქოთ. ის, ჩვენს მსოფლმხედველობას, აზროვნების თვალსაწიერს აფართოებს და ცხოვრებისეული სირთულეების მარტივად დაძლევაში გვეხმარება. ამიტომ იკითხეთ ბევრი“- განაცხადა რიმა ბერაძემ მოსწავლეებთან შეხვედრისას.
წიგნის ჩუქების მსოფლიო ტრადიციად ქცევა ესპანეთიდან დაიწყო და დღეს მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში დანერგილი პრაქტიკაა.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024