თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ, რაიონის გამგებელთან ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად, ციმაკურიძის ქუჩის 8 ნომერში მდებარე საცხოვრებელ სახლში მიმდინარე გამაგრებითი სამუშაოები დაათვალიერა. აღნიშნულ მისამართზე 16 ოჯახი ცხოვრობს და სახლის კაპიტალურად გამაგრება მიმდინარეობს. რიმა ბერაძის განცხადებით, გამაგრებითი სამუშაოები„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამის“ ფარგლებში მიმდინარეობს. მისი თქმით, მსოფლიო პანდემიის მიუხედავად, უსაფრთხოების წესების დაცვიЕ, ჩუღურეთის რაიონში არც ერთი პროექტი არ შეჩერებულა.
,,რაიონის სიძველიდან გამომდინარე, ჩუღურეთში მრავლადაა ავარიული სახლები და პროგრამის არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. დღეს მიმდინარე სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგებელთან ერთად გავეცანი. მიმდინარე წელს, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამის“ ფარგლებში 8 პროექტია განხორციელებული. ამ დროისთვის თორმეტი სახლის გამაგრება მიმდინარეობს. უახლოეს პერიოდში კი პროგრამის ფარგლებში კიდევ 4 ტენდერი გამოცხადდება"- განაცხადა რიმა ბერაძემ.