თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ, ამავე რაიონის გამგებელთან, ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად ხუდადოვის 173 ნომერში ახლადმოწყობილი სკვერი დაათვალიერა.
როგორც საკრებულოს წევრმა აღნიშნა, ჩუღურეთის რაიონში, კონკრეტულ მისამართზე, მასშტაბური პროექტი განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც 400-მდე ოჯახისთვის მოსასვენებელი სივრცე გაშენდა.
,,პროექტი აქ მცხოვრები მოსახლეობისთვის, მნიშვნელოვანი შენაძენია. მაქსიმალურად გავითვალისწინეთ მათი სურვილები და სამუშაოებში ავსახეთ. ახლაც, შეხვედრისას მოსახლეობის სხვა საჭიროებები მოვისმინეთ და მჭიდრო კომუნიკაციას ვაგრძელებთ“,- განაცხადა რიმა ბერაძემ.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი 2160 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსდა, სადაც გარე ტრენაჟორები და საბავშვო ზონა, სხვადასხვა სახეობის ატრაქციონი მოეწყო, კორპუსების შიდა ეზო კი მოასფალტდა.