თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, რიმა ბერაძე, ამავე რაიონის გამგებელთან, ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად, აფხაზეთის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო და მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.
ჩუღურეთის რაიონში, აფხაზეთის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც 500 კვ.მ სიგრძის დაზიანებული გზის საფარი ბაზალტის ქვაფენილით იცვლება.
პროექტი 65 000 ლარის ღირებულებისაა და ის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანიის მიერ სრულდება.