საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე, რაიონის გამგებელთან - ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად, არნოლდ ჩიქობავას 34 ნომერში იმყოფებოდა, სადაც წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
„რაიონში აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურული სამუშაოები. მიმდინარე წელს, წყალარინების ქსელი 18 მისამართზე უკვე მოეწყო და ხოლო 7 მისამართზე სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. მე და გამგებელი, პერმანენტულ მეთვალყურეობას ვუწევთ სამუშაოებს და ვხვდებით ადგილობრივ მოსახლეობას“ - განაცხადა რიმა ბერაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას.
აღნიშნულ მისამართზე 14 ოჯახი ცხოვრობს, რომელთა საცხოვრებელი პირობები შიდა კომუნიკაციის ქსელის მოუწესრიგებლობის გამო, საკმაოდ რთული იყო. აღნიშნული სამუშაოები „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, გამგეობის დაკვეთით მიმდინარეობს.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024