თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი წევრი რიმა ბერაძე დღეს რაიონში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს ესტუმრა და სასურსათე ნობათი გადასცა.
„მარტოხელა, ხანდაზმულ ადამიანებსა და მრავალშვილიან ოჯახებზე მზრუნველობა ჩვენი პრიორიტეტია. ამიტომ ვცდილობთ, ყურადღება არ მოვაკლოთ და მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში შესაბამისი დახმარება გავუწიოთ.
ამ ოჯახებში ოთხი და რვა ბავშვი იზრდება და ჩვენი მხრიდან ნებისმიერი ფორმის ყურადღების გამოვლინება მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია’’,-განაცხადა რიმა ბერაძემ და აღნიშნა, რომ ჩუღურეთში მცხოვრები მსგავსი ოჯახების დახმარების მიზნით რაიონში პერიოდულად საქველმოქმედო აქციები ტარდება.