თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი წევრი რიმა ბერაძე დღეს, რაიონში მცხოვრებ მარტოხელა პენსიონერ ქალბატონს ესტუმრა. მათ ვინც ყოველ ოთხშაბათს მაჟორიტარის ბიუროში მიღებაზე მისვლას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ახერხებს, მაჟორიტარი თავად სტუმრობს.
როგორც რიმა ბერაძემ განაცხადა, მაჟორიტართან შეხვედრის სურვილი პენსიონერმა გამოთქვა და საკრებულოს წევრთან იმ მუნიციპალური პროგრამების შესახებ ისაუბრა, რომელიც პირადად მის და მსგავს მდგომარეობაში მყოფი მარტოხელა პენსიონერების მდგომარეობას გააუმჯობესებს. გარდა ამ თემებისა მაჟორიტარმა და მოქალაქემ ასევე ისაუბრეს ჩუღურეთის რაიონში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.
„ყოველი კვირის ოთხშაბათს მოქალაქეთა მიღების დღე გვაქვს. მასთან ვინც, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერ ახერხებს შეხვედრაზე მოსვლას, ადგილზე მივდივართ და საჭიროებების მიხედვით ვეხმარებით“ - განაცხადა რიმა ბერაძემ.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024