თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის რიმა ბერაძის ინიციატივით, დღეს პედაგოგები და ბაღების თანამშრომლები დააჯილდოვეს. ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს წევრი გულია გოცირიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გიორგი ვოლსკი და ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე ესწრებოდნენ.
რიმა ბერაძის თქმით, ფასდაუდებელია განათლების სექტორში მომუშავე ადამიანების ღვაწლი და მათი დაფასება თითოეული ჩვენგანის ვალია.
„მინდა, პედაგოგებს მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის. ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია პედაგოგების და ზოგადად განათლების სექტორში მომუშავე ადამიანების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩუღურეთის რაიონში სკოლებისა და ბაღების რეაბილიტაცია განხორციელდა, რომელიც წელსაც გრძელდება“- განაცხადა რიმა ბერაძემ.
პედაგოგებს სიტყვით მიმართა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ. მან ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს რიმა ბერაძეს აღნიშნული ღონისძიების ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა და ახალგაზრდა თაობის აღზრდაში პედაგოგების როლზე ისაუბრა.
"ფასდაუდებელია თქვენი შრომა და ღვაწლი მომავალი თაობების აღზრდაში. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ახალგაზრდებისთვის მისაბაძი მაგალითი არიან. თითოეულ თქვენგანს დიდი წვლილი მიუძღვის წარმატებული ადამიანების ჩამოყალიბებაში. ჩემთვის დიდი პატივია ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება“ - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
პედაგოგებს სიტყვით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ და ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემაც მიმართეს და მათ წლების განმავლობაში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს.
საკრებულოსა და პარლამენტის დეპუტატებმა, ასევე რაიონის გამგებელმა ღონისძიებაზე მოწვეულ პედაგოგებსა და ტექნიკურ პერსონალს მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024