თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ, რაიონში მცხოვრებ ინტელიგენციის, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს და სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრებს სააღდგომო ნობათი და საჩუქრები გადასცა.
საკრებულოს წევრი მოსახლეობას პირადად ესტუმრა და დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.
„დღეს ჩვენს რაიონში მცხოვრები ინტელიგენციის, ეროვნული უმცირესობების და სოციალურად დაუცველი ოჯახების წარმომადგენლები მოვინახულეთ და მათ დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მივულოცეთ. მინდა ყოველივე საუკეთესო ვუსურვო ჩემს ჩუღურეთელებს, რომელთაც ვცდილობთ ყურადღება და თანადგომა არასოდეს მოვაკლოთ“,- განაცხადა რიმა ბერაძემ.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024