ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების ფარგლებში, თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის მაჟორიტარი წევრის, რიმა ბერაძის ინიციატივით და ძალისხმევით, ჩუღურეთის რაიონში მცხოვრებ 34 სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან(ოთხი და მეტი შვილი) ოჯახებს და ხანდაზმულებს სასურსათო ნობათი და პირველადი მოხმარების ნივთები გადასცეს.
როგორც რიმა ბერაძემ განაცხადა, სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დახმარების კამპანიის ფარგლებში, ასეთი სახის არაერთი აქცია ჩატარდა.
„ვაგრძელებთ სოციალურად დაუცველი ოჯახების უზრუნველყოფის კამპანიას. კერძო პირების დახმარებით, საშუალება გვაქვს ყოველდღიურად უფრო მეტ ადამიანს მივაწოდოთ აუციელებელი პროდუქტი. სიკეთე, მეგობრობა და ერთმანეთის გვერდით დგომა გადაგვარჩენს,“- განაცხადა რიმა ბერაძემ.
ნობათის დარიგება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების და უსაფრთხოების ნორმების დაცვით მოხდა. როგორც ჩუღურეთის მაჟორიტარმა რიმა ბერაძემ აღნიშნა, ასეთი აქციები მომავალშიც გაგრძელდება.