თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე რაიონში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს ეწვია და ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით მათ საჩუქრად სასკოლო ნივთები გადასცა.
კურდღელაშვილებისა და ცაავების ოჯახებში მცხოვრები თერთმეტი ბავშვი წარჩინებული მოსწავლეა. რიმა ბერაძემ მათ წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.
მრავალშვილიან ოჯახებში სტუმრობისას, რაიონის მაჟორიტარმა მათ განათლების სისტემაში არსებული სიახლეებიც გააცნო.
„ჩუღურეთში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს ვეწვიეთ და განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეები გავაცანით. როგორც იცით, საგრძნობლად იზრდება პედაგოგების შრომის ანაზღაურება, რაც ვფიქრობ, საბოლოოდ, სწავლების ხარისხს გააუმჯობესებს. მოვისმინეთ წარჩინებული მოსწავლეების მოსაზრებები სკოლებთან დაკავშირებით. გავახარეთ ისინი და წარმატება ვუსურვეთ“, - განაცხადა რიმა ბერაძემ.
საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი 16 სექტემბერს იწყება.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024