თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრებ მოსახლეობას ეწვია და მარტოხელა, სოციალურად დაუცველ, ხანდაზმულ მოსახლეობას პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქცია გადასცა.
როგორც რიმა ბერაძემ აღნიშნა, კამპანიის ,,დარჩი სახლში” ეფექტიანი მუშაობისთვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის ძალა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
,,დღეს ჩვენი სტუმრობით, შესაძლებლობების ფარგლებში შევეცადეთ, მდგომარეობა შეგვემსუბუქებინა ჩუღურეთის მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელთაც ასე ძალიან სჭირდებათ გვერდით დგომა. ვფიქრობ, ამ ადამიანების თანადგომა ყველა ჩვენგანის ვალია”, - განაცხადა რიმა ბერაძემ.
როგორც საკრებულოს წევრმა აღნიშნა, კამპანიის ფარგლებში კიდევ არაერთ ოჯახს ესტუმრებიან.