თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა რაიონის გამგებელთან ერთად მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. რიმა ბერაძე და ზურაბ ჩიკვილაძე შვიდ მისამართზე სახლების გამაგრებითი სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ადგილზე გაეცნენ.
აღნიშნულ ქუჩებზე სახლების სარემონტო სამუშაოები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს და პროექტი ჯამურად 600 000 ლარის ღირებულებისაა. სამუშაოები ამ ეტაპზე სულიაშვილის, თოიძის, ჩიტაიას, გორკის, კუმისის, დონდუას და ნ. ჩხეიძის ქუჩებზე მიმდინარეობს და მას ტენდერში გამარჯვებული კონტრაქტორი კომპანიები ახორციელებენ.
„ჩუღურეთის სიძველიდან გამომდინარე, რაიონში ბევრი ავარიული სახლია. არსებული ბიუჯეტის ფარგლებში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამის მეშვეობით, ეტაპობრივად მივყვებით და პრიორიტეტების მიხედვით ვამაგრებთ მათ. ამჟამად, ერთდროულად 7 მისამართზე ვახორციელებთ სამუშაოებს და იმედი გვაქვს, რომ მალე უფრო მეტ მისამართს მოვიცავთ“ - განაცხადა რიმა ბერაძემ.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024