ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან, 9 მაისთან დაკავშირებით, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ და ამავე რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ სამამულო ომის ვეტერანი, ტრისტან კვატაშიძე მოინახულეს.
,,9 მაისი ძალიან დიდი დღეა, რომელიც არასდროს უნდა დავივიწყოთ. ჩუღურეთის რაიონში ათეულზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ვინც სამამულო ომში იბრძოდა. ჩვენ, ჩუღურეთის რაიონის გამგეობასთან ერთად, მუდმივად ვცდილობთ ამ ადამიანებს მხარში დავუდგეთ და მათი საჭიროებები გავითვალისწინოთ. დღევანდელი სტუმრობა მათი დიდი ღვაწლის დაფასებაა და ეს დამოკიდებულება მომავალ თაობებს უნდა გადავცეთ“ – განაცხადა რიმა ბერაძემ.
ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა და გამგებელმა ტრისტან კვატაშიძეს მადლობა პირადად გადაუხადეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024