თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ, რაიონის გამგებელთან ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად, სულიაშვილის 8 ნომერში მდებარე საცხოვრებელ სახლში ჩატარებული გამაგრებითი სამუშაოები დაათვალიერა. აღნიშნულ მისამართზე მდებარე სახლის საძირკველი და კედლები რკინა-ბეტონის კონსტრუქციებით კაპიტალურად გამაგრდა.
პროექტი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა. სარემონტო სამუშაოებისთვის რაიონის გამგეობიდან 171 000 ლარი გამოიყო და სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანიამ განახორციელა.
„ავარიული სახლები ჩუღურეთში მრავლადაა და ამიტომაც ჩვენი მუშაობის ერთ-ერთი პრიორიტეტი ეს მიმართულებაა. მხოლოდ მიმდინარე წელს, რაიონში 11 ავარიული სახლი კაპიტალურად გამაგრდა. 10 შენობის გამაგრების სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს,“ - განაცხადა რიმა ბერაძემ.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024