თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორთან კახაბერ გვანცელაძესთან ერთად, ჩუღურეთის რაიონში მდებარე მე-10 საბავშვო ბაგა-ბაღში, აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტების გადაცემის პროცესში მონაწილეობა მიიღო.
რიმა ბერაძემ საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს და ბაღის თანამშრომლებს აღნიშნული პროგრამის უნაკლოდ და შეუფერხებლად განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩუღურეთის რაიონის მე-10 საბავშვო ბაღში 90 -ზე მეტი ბავშვის მშობელს საკვები პროდუქტები გადავეცით. ბავშვებზე ზრუნვა, განსაკუთრებით, არსებული პანდემიის პირობებში ჩვენი უპირველესი ამოცანაა. საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისთვის აუცილებელი საკვები პროდუქტების გაცემის მეექვსე ეტაპი ჩუღურეთის რაიონის აბსოლუტურად ყველა ბაღში შეუფერხებლად მიმდინარეობს“,- განაცხადა რიმა ბერაძემ.
პროგრამა თბილისის მერის კახა კალაძის ინიციატივით დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, არამალფუჭებად საკვებ პროდუქტებს აღსაზრდელებს სახლში გაატანენ.
თბილისის საჯარო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 2 მარტიდან შეწყდა, საკვები პროდუქტების გაცემის პროექტი კი 19 მარტს დაიწყო. პროდუქტების გაცემა ბაღებში სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებში მიმდინარეობს, სადაც მომსახურე პერსონალის რაოდენობა შეზღუდულია, დაცულია სოციალური დისტანცია და ყველა ყველა ის აუცილებელი რეკომენდაცია, რაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის არის განსაზღვრული.