თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე, საკრებულოს წევრ ნინო რუხაძესთან და რაიონის გამგებელთან ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად, გოგოლის N 5-ში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.
აღნიშნულ მისამართზე მდებარე საცხოვრებელი სახლი, სადაც 19 ოჯახი ცხოვრობს, სახურავის რეაბილიტაციას საჭიროებდა. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, ამჟამად სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება. რიმა ბერაძემ, ნინო რუხაძემ და ზურაბ ჩიკვილაძემ სამუშაოები დაათვალიერეს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.
„მთელი წლის განმავლობაში, რაიონში სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურული სამუშაო პერმანენტულად ტარდება. ამჟამად, სახურავის რეაბილიტაციის სამუშაოები 27 მისამართზე უკვე დასრულებულია, 5 მისამართზე კი ახლაც მიმდინარეობს“ - განაცხადა რიმა ბერაძემ.
სამუშაოებისთვის რაიონის ბიუჯეტიდან 18 000 ლარია გამოყოფილი და პროექტს ტენდერში გამარჯვებული კონტრაქტორი კომპანია ასრულებს.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024