თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, რევაზ სოხაძის ინიციატივით, ვარკეთილი 3-ის ტერიტორიაზე კედრის ხეები დაირგო. ღონისძიება კამპანია „გაამწვანე ვარკეთილის“ ფარგლებში გაიმართა.
„დღეს, კედრის ხეები ვარკეთილი 3-ის, მე-2 მ/რ-ში მდებარე N178-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დავრგეთ. პროცესში ამ სკოლის მოსწავლეებმა და საფეხბურთო კლუბის „გრანდ თბილისის“ ბენეფიციარებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს,“-განაცხადა რევაზ სოხაძემ.
დღევანდელი აქცია შპს „დომუს დეველოპმენტ“-ის და მის დირექტორის ალექსანდრე კორძახიას ჩართულობით და მხარდაჭერით განხორციელდა.
ღონისძიების "გაამწვანე ვარკეთილის" მიზანია, რაიონში რეკრეაციული სივრცეების განვითარება და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება. ამ მიმართულებით, მაჟორიტარი დეპუტატის მხარდაჭერით, ვარკეთილი 3-ის ტერიტორიაზე კიდევ არაერთი პროექტი განხორციელდება.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024