თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის რევაზ სოხაძის ინიციატივით დაწყებული კამპანია, რომლის ფარგლებშიც საახალწლო ნობათები სამგორის რაიონში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებში რიგდება, გრძელდება. კამპანიაში, რომელიც ბიზნესის მხარდაჭერით ხორციელდება ამჯერად სამშენებლო -დეველოპერული კომპანია “X2 დეველოპმენტი” ჩაერთო.
ნობათი დღეს სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რევაზ სოხაძემ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების თბილისის ფილიალის ხელმძღვანელთან თეა ხორავასთან ერთად სამგორის რაიონში მდებარე ხანდაზმულთა დღის სოციალური ცენტრში მიიტანა და მის 100 ბენეფიციარს გადასცა.
„ხანდაზმულთა დღის სოციალური ცენტრის ბენეფიციარებს დღეს დამდეგი ახალი წელი მივულოცეთ. მადლობა მინდა გადავუხადო სამშენებლო -დეველოპერული კომპანია “X2 დეველოპმენტს” და ყველა იმ ბიზნესს, რომელთა მხარდაჭერითაც აღნიშნული კამპანია მიმდინარეობს“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.