თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის (დიდი დიღომი) მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე, საბურთალოს რაიონის გამგებელთან გაიოზ ვასაძესთან ერთად, პატარა დიღომში მდებარე ფერაძის ქუჩაზე იმყოფებოდა სადაც N3 და N5 კორპუსებს შორის მდებარე ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. დეპუტატმა და გამგებელმა სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერეს და მოსახლეობას შევდნენ.
მაჟორიტარი დეპუტატის თქმით, საგზაო სამუშაოები, 5 503 კვადრატულ მეტრ ფართობზე განხორციელდება.
„პროექტის ფარგლებში, ეზოებში საფეხმავლო ბილიკი და ბორდიური მოეწყობა. ასევე დაიგება ასფალტის საფარი“,- განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.